ორშაბათი, 2024-10-28, 1:31 AM თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი გვარი?
სულ პასუხი: 292
სტატისტიკა
www.wsa.ge
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
თედორეს მონათხრობი

ეს იყო საუკუნეთა მიღმა... როცა ქართლში მეფე ფარნავაზი მეფობდა. ის მესხთა გვარ-ტომიდან გახლდათ წარმოშობით და სწორედ მათი თანადგომით შეძლო სხვა ქართული ტომების გაერთიანება და ერთიანი ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნა. ბოლო-ბოლო ქართველებმა შექმნეს თავიანთი სახელმწიფო, დედაქალაქით მესხდა (მესხების საცხოვრისი), სადაც ისინი საუბრობდნენ მშობლიურ ქართულ ენაზე, თუმცა მოსახლეობა ქართლში არაერთგვაროვნად ცხოვრობდა. ქვეყნის დაბლობებში იყო ქალაქები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და სოფლის მეურნეობით, მთაში მოსახლეობა მეცხოველეობასა და ნადირობას მისდევდა. არ იყო ერთიანი დამწერლობა. ფარნავაზმა შემოიღო ერთიანი ქართული ანბანი, რომელიც მესხებმა კაბადოკიიდან და ფრიგიიდან. ქართლის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ ქართული ისმოდა. ქვეყანა განვითარებისა და აყვავების გზას დაადგა. მაგრამ მშვიდობიანობამ ქართლში დიდხანს როდი გასტანა. ქვეყანაში მუხანათურად შემოიჭრნენ რომაელები. რომის მთავარსარდალმა პომპეუსმა, დაამარცხა რა სომხები, ქართველთა დამორჩილებაც გადაწყვიტა. ქართლის მეფე არგატი არმაზის ციხესიმაგრეში გამაგრდა, თუმცა იძულებული გახდა რომაელთა არმადას დანებებოდა. ქართველები მიხვდნენ, რომ რია ბრძოლით მტერთან ვერას გახდებოდნენ, ტყეებს შეეფარნენ და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ. მშვილდოსნები ხეებზე ისხდნენ, ცხენოსნები გზად უსაფრდებოდნენ რომაელებს და მნიშვნელოვანი დანაკარგიც განაცდევინეს. პომპეუსმა ბრძანა გაეკაფათ და გადაეწვათ ტყეები. ამან ბრძოლის დასასრულიც განაპირობა. ქართველი მეომრები ცოცხლად იწვოდნენ, გაუვალ კვამლში მიიკვლევდნენ გზას, რომაელთა ტყვეობაში ვარდებოდნენ ან იღუპებოდნენ მათი მშვილდოსნების მიერ გასროლილი ისრებისაგან. რომაელთა გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაღუპულთა და დაჭრილთა შორის უამრავი ქალი იხილეს. ისინი პირველად წააწყდნენ მესხ ცხენოსანთა ტაქტიკას. ერთი ისრით განგმირული ორი გული მესხთათვის სიყვარულის, ერთგულებისა და ღირსების სიმბოლო გახლდათ. ქალი და მამაკაცი, ერთ ცხენზე, ერთმანეთთან ზურგშექცევით მსხდარნი, იცავდნენ თავიანთ სიყვარულს, ოჯახისა და გვარის ღირსებას, და ჩვეულებრივ, ერთად იღუპებოდნენ, მტრის ისრით ან შუბით განგმირულნი და თუკი ცხენიდან არ ვარდებოდნენ, ასე, სიკვდილის მერეც მიქონდათ იერიში მოწინააღმდეგეზე. ასე ჩანდა, რომ მათი მოკვლა შეუძლებელია. ამიტომ მამაკაცისა და ქალის სტატუსი მესხების ოჯახში, თვით შრომის განაწილების შემთხვევაშიც კი, თანასწორი იყო. ფარნავაზის დამსახურებით ოჯახში მსგავსი თანაფარდობის პრინციპი მთელს ქართლში გავრცელდა. ყველა ქართველმა ქალმა გაითავისა შემდეგი: ”უმჯობესია დაიღუპო საყვარელ მამაკაცთან ერთად, ვიდრე შერცხვენილმა გააგრძელო ცხოვრება!” დამწერლობის შემოღებამ და ქართლში ერთიანი ქართული ენის დამკვიდრებამ თავისი დადებითი შედეგები გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსთან ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა, რომაელმა მთავარსარდალმა მაინც ვერ მოახერხა ქართლის დამორჩილება. ქართლთან დაიდო სამშვიდობო ზავი, განსხვავებით ეგრისისაგან, სადაც რომმა საკუთარი მმართველი მიავლინა.
მე-4 საუკუნეში ქართლში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა. იგი ვაზის ჯვრით გაავრცელა ნინო კაბადოკიელმა, რომელიც წარმოშობით ასევე მესხთა გვარიდან გახლდათ. მისმა ბიძაშვილმა გიორგიმ, რომელიც მესხ სომეხთა გვარის წარმომადგენელი იყო, ქრისტეს რჯულზე სომხეთი მოაქცია. მესხებმა მოიტანეს ქართლის ტერიტორიაზე დამწერლობა, რელიგია და ტრადიციები და დღეს თუ ქართველობით ვამაყობთ, მხოლოდ ჩვენი დიდი წინაპრების უდიდესი ღვაწლის წყალობით.



"მესხი" აზნაურთა ოჯახების სია

გუბერნიის მდივანი, სპირიდონ სეხნიას ძე, მისი ცოლი ვარვარა, მათი ვაჟიშვილი სიმონი; ქალიშვილები: ანა, ნატალია; სიმონის ცოლი მაია, მათი ქალიშვილი ევგენია
ივანე ბეჟანის ძე, მისი ცოლი ელისაბედი, მათი ვაჟიშვილი გიორგი
ალმასხან ივანეს ძე, მისი ცოლი ელისაბედი, ალმასხანის ძმა მოსე
სიმონ იესეს ძე, მისი ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილი იასე, მისი ცოლი როდამი, მათი ქალიშვილი ალექსანდრა; სიმონის ქალიშვილები: მართა, რუსუდანი, აღათი, კესარია, ელისაბედი
ოტია იოთამის ძე, მისი ცოლი მელანია, მათი ვაჟიშვილები: გიორგი, ვასილი
ლაზარე ზაალის ძე, მისი ძმები: ივანე, სიმონი; დედა სოფიო
მალხაზ დავითის ძე, მისი ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილები: კონსტანტინე, ივანე, ნიკოლოზი, იოსები; ქალიშვილი გულქანი
მღვდელი იასე პაატას ძე, მისი ვაჟიშვილები: დავითი, სიმონი, ანტონი, სპირიდონი, დიმიტრი, ფარნაოზი; ქალიშვილები: თათიო, მატრონა; სპირიდონის ცოლი ტატიანა, მათი ვაჟიშვილი ისმაილი
სიმონ იავენს ძე, მისი ცოლი მაგდალინა, მათი ვაჟიშვილი სერგეი; ქალიშვილი პელაგია; სიმონის ძმა ვასილი
იასე ფირანის ძე, მისი ძმა დავითი
სიმონ იოთამის ძე, მისი ცოლი პელაგია, მათი ვაჟიშვილები: იასე, ლევანი; ქალიშვილები: მაგდანა, მატრონა, ანა
ფირან მიხეილის ძე, მისი ცოლინ ელისაბედი, მათი ვაჟიშვილები: თეიმურაზი, მიზარბეგი, ბაქარი, ტრიფონი
მღვდელი გრიგოლ მიხეილის ძე, მისი ცოლი მაკა, მათი ვაჟიშვილები: ლევანი, ირაკლი; ქალიშვილები: ევდოკია, ცუცია
ლევან ოტიას ძის ქვრივი რუსუდანი, მისი ვაჟიშვილები: სამსონი, მიხეილი; ქალიშვილი: მაია, მაგდანა, თეკლა
ბაკა ოტიას ძე, მისი ცოლი მზეხათუნა, მათი ვაჟიშვილები: იოსები, დავითი, ნიკოლოზი; ქალიშვილები: ივლიტე, ნატალია
ამირან ივანეს ძე, მისი ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილები: კონსტანტინე, ალექსანდრე, ალმასხანი, ისაკი; ქალიშვილი მართა
ივანე ხოსიას ძე, მისი ცოლი რუსუდანი, მათი ვაჟიშვილები: სამსონი, ბერი, დავითი; ქალიშვილები: ნინო, ირინე
პოდპორუჩიკი თამაზ ლევანის ძე, მისი ცოლი რუსუდანი, მათი ვაჟიშვილი ანტონი; ქალიშვილი მატრონა
პაატა დავითის ძე, მისი ძმები: კოხტა, გრიგოლი; მათი დები: სურათა, მაკრინე
ბეკო ივანეს ძე, მისი ცოლი მელანია, მათი ვაჟიშვილები: ივანე, სამსონი
მურზაყან ბეჟანის ძე, მისი ცოლი თათია, მათი ვაჟიშვილები: გარსევანი, ტარიელი, ნიკოლოზი; გარსევანის ცოლი ელისაბედი; ვაჟიშვილი ოტია; ქალიშვილი აღათია



"მესხი" გვარი საქართველოს კუთხეებში

იმერეთში
ახალბედისეული, ბზვანი, გეგუთი, გვაშტიბი, დუნთა, თერჯოლა, ილემი, ობჩა, რიონი, საირხე, საყულია, სვირი, სიმონეთი, ფერსათი, ღარიხევი, ღორეშა, ჩხარი, ცხუნკური, ჭალატყე, საქარიქედი, საგანძილე

რაჭაში
აგარა, კვირიკეწმინდა

სამეგრელოში
ჭითაწყარი, აბედათი, ნარაზენი, აბაშა, ყულიშკარი



ისტორიული საბუთები
მესხიგვერდი 153 [დასავლეთსაქართველოსსაეკლესიოსაბუთები, წიგნიI]; 3, 20, 46, 101, 145, 151, 155 [დასავლეთსაქართველოსსაეკლესიოსაბუთები, წიგნიII]

ქრონიკები
მესხიგვერდი 372 [ქრონიკები, წიგნიII]     

 
    
კალენდარი
ოქტომბერი 2024
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მინი-ჩეთი
Copyright მესხები © 2024