ანტონ მესხი
ანტონ მესხი - ქართველი წმინდანი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით - 29 მარტი.
წმინდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული" წმინდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმინდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „მას „სახელ-სდვეს ქართველთა მზედ" ბევრ რამეზე მეტყველებს.
იგი პიმენ სალოსთან ერთად მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 25 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა.
საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში" წერია, რომ წმინდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს".
ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა".
ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმინდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.
ივანე მესხი
ივანე მესხის ოჯახი. მარცხნიდან მარჯვნივ: ეკატერინე დაშკევიჩ-მესხისა (რძალი, სიმონაკას მეუღლე), ილიკო მესხი (ივანეს უმცროსი ვაჟი), ივანე მესხი, სიმონიკა მესხი (ივანეს უფროსი ვაჟი), ქეთევან მესხი (ივანეს ქალიშვილი), ეკატერინე გაბუნია-მესხისა (ივანეს მეუღლე).
მიხეილ მესხი
მიხეილ მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი - გ. 22 აპრილი, 1991, წარმოშობით ზნაურის რაიონი სოფელი ახალშენი), ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზა"-ს მწვრთნელად და დირექტორად. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის საპატივცემლოდ თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მისი სახელი დაერქვა.
მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის დინამოსა (1954-69) და თბილისის ლოკომოტივში (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის და მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპულ ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ
და საქართველოს მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს. კითხვის გაგრძელება
კოტე მესხი
კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხი(დ. 19 აპრილი/ 1 მაისი, 1857, ქუთაისი ― გ. 15 მაისი/28 მაისი, 1914, თბილისი), ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
სერგეი მესხის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1959 წლის 20 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 44).
სერგეი მესხის ფონდი 89 საარქივო საქმეს შეიცავს
1) საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
დღევანდელი საზოგადოებისათვის საგულისხმოდ დარჩება ეს მოთხრობა?
რაღა ამ მოხუცებულობის დროს ვიკისრე ამ ვალის მოხდა?
შევიძლებ თუ არა მე — ერთერთი წევრი ამ ოჯახისა — სწორი გეზი დავიცვა, გეზი იმისა, რომ უნაკლოდ აღვნუსხო ვითარება ამ ოჯახისა, ისე რომ ნათესაურმა გრძნობამ არ გამკენწლოს?
ასეთი კითხვები გამომესახა, დამებადა და ვუთხარი კიდეც იმათ, ვინც მე დაჟინებით მომმართა და მირჩია — ხელი მომეკიდა ამ საქმისათვის. ამათ ყველა კითხვაზე დამაჯერებლად მიპასუხეს, პასუხები მისახვედრი დარჩა ჩემთვის და, ვინაიდან ჩემი ოჯახიდან ჩემსავით პატარა კალმის კაციც არავინ დარჩა, ვიკისრე ეს მოვალეობა.
მესხების გენიოლოგია ძველისძველია, ისტორიულ წარსულს ეკუთვნის. შორეულ წინაპრებად იტყოდნენ მოსოხებს, მოსაგეტებს. მესხი გვარად მერე გადაიქცა, ისე როგორც ლეჩხუმი — ლეჩხუმელი, რაჭა — რაჭველი და სხვ. ჩვენც მესხეთიდან უნდა ვიყოთ, მესხები.
რვა ძმა ვიყავით, ხუთი და. მე მეცხრე შვილი ვიყავი. დღეს ცამეტიდან სამი ღა ვართ ცოცხალი. ათი, — შვიდი ძმა და სამი და უკვე აღარ არიან...
უცნაური იღბალი დამეწერა იმ თავითვე. რატომღაც ოჯახი მაგარი გულისად მცნობდა და თითქმის ყველა ჩემიანი, როგორც იტყვიან, ჩემს მკლავზე გადაიცვალა. ოჯახზე კარგა შორსაც რომ ვყოფილიყავი, ჭირის დღეს უთუოდ მომიკითხავდნენ. მამა რომ გადაიცვალა ყმაწვილი ვიყავი. მამა ეზიარებიათ უკვე და იმ ღამეს მე ვუჯექი სასთუმალთან სულთმობრძავს......კითხვის გაგრძელება »